ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს ცილისწამებასა და დევნილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.
- პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს დევნილ ქალბატონს სამინისტრომ რეგიონში საცხოვრებლად გადასვლა და ბალახის ჭამა ურჩია, რაც სიცრუე, ცილისწამება და აბსურდია, - ნათქვამია ლტოლვილთა სამინისტროს დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო პოლიტიკოსებს მოუწოდებს ნუ დასწამებენ სამინისტროს თანამშრომლებს ცილს და ნუ შეურაცხყოფენ დევნილ მოსახლეობას მსგავსი განცხადებებით.
შეგახსენებთ, რომ იმ დევნილებს, რომელთაც საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს რეგიონებში, საკუთრებაში სთავაზობს. დევნილები კი რეგიონებზე უარს აცხადებენ და ფართს თბილისში ითხოვენ.
მედიანიუსი
















































































მთავარი
კონტაქტი





2010