მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველო
2002-07-02
ქართული საბრძოლო ხელოვნება ათასწლეულებს ითვლის

ქართული ხმლის წონა 500 გრამს შეადგენს. საოცარი ძალა ჰქონდა მას. დღემდე მოგვიტანა ეროვნული მეობა ქართულმა ხმალმა და ქვეყნისთვის სიყვარულით ანთებული გმირების მარჯვენამ.

თანდათან დავიწყება იპყრობს ყველაფერს. ძველი ოსტატები აღარ არიან, აღარც ხმლით სჭირდება ვინმეს ბრძოლა. მუზეუმებსა თუ ისტორიულ სახელმძღვანელოებსღა შემორჩა ქართული მადლიანი ხმალი და საოცარი ბრძოლის ამბები...

კახა ზარნაძე 500 გრამიანი ქართული ხმლის გაჭედვაზე მუშაობსო, ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ. კარგად გვენიშნა. კიდევ იბრძვის ვიღაც ეროვნული განძის, ცოდნის გადარჩენისთვისთქო. ახლა,როცა ქართველობის დისკრიმინაციას მავანნი აქტიურად ეწევიან, ახლა, როცა ქართველების გაუცხოება ყოველივე ქართულის მიმართ ინტერსიურად მიმდინარეობს, თითოეული ნაბიჯი ჩვენი მეობის შენარჩუნებისთვის გადადგმული, თითქმის გმირობის ტოლფასია, იქნება ეს ქართული საბრძოლო ხელოვნების, ილეთების მოძიება თუ ჭედური ხელოვნების გაცოცხლება, რაც კახა ზარნაძის სახელს უკავშირდება.

ქართული საბრძოლო ხელოვნება ათასწლეულებს ითვლის. ის, რაც დღეს ხრიდოლის სახელით არის ცნობილი, საუკუნეებიდან საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა. რაც დღემდე შემორჩა და, რაც კახა ზარნაძის, ლევან კიკალიშვილის და ზურაბ ალავიძის დიდი მონდომებისა და გულმოდგინე ჯაფის შედეგად არ დაიკარგა, მხოლოდ 7% თუ გახლავთ იმისა, რაც კი არსებობდა საქართველოში, თუმცა ყოველივე ამის შესახებ თავად კახა ზარნაძე უკეთ მოგვითხრობს.

- ის ხალხი, ვისგანაც საბრძოლო ხელოვნების ილეთები ვისწავლე, უკანასკნელი მოჰიკანები იყვნენ, ვისაც თავიანთ მამა-პაპათაგან მიღებული ჰქონდათ სერიოზული ცოდნა. ხშირ შემთხვევაში ამას სისტემურობის ხასიათი აღარ ჰქონდა. რადგან ისინი ბევრნი იყვნენ, მათი მონაყოლის და ნასწავლის ბაზაზე სისტემის შეკვრა მაინც მოხერხდა. უკვე 15 წელია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული.

ჩემი პირველი შეხება საბრძოლო ხელოვნებასთან 1986 წელს მოხდა. სოფელ უკანაფშავში არდადეგებზე ვიყავი წასული. იქ გავიცანი ჩემი მეგობრის, ოლეგ სოხურაშვილის ბაბუა ავთანდილ სოხურაშვილი. მან პირველმა მაზიარა ისეთ ისტორიულ ფაქტებს, რასაც მე სხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობებში თუ სისტემებში ვეძებდი. ამ პერიოდისათვის აღმოსავლური სისტემით ვარჯიშის ათწლიანი გამოცდილება მქონდა. ეს პიროვნება ჩემთვის ცოცხალი მემატიანე იყო.

საქართველოს ისტორიას და ეთნოგრაფიას პირველად ამ კაცის შემწეობით შევეხე სხვა კუთხით. ბრძოლის კანონებს, ადათ-წესებს, მებრძოლთა ყოფას და მათ ცნობიერებას ვსწავლობდი. მან გამიხნა ეს კარი. იგი ისეთ რამეებს მიყვებოდა, რასაც ვპოულობდი ჩინურ, აღმოსავლურ, იაპონურ, ინდურ მითოლოგიაში და იქაური სხვადასხვა ფიზიკური აღზრდის სისტემებში. საბრძოლო ხასიათის სისტემებზე მაქვს საუბარი. როცა დაინტერესება შემატყო, თავის ძმადნაფიცთან გამაგზავნა, მე პრაქტიკულად ვიცი, ჩემზე უკეთ კი მან იცისო. აქედან მოყოლებული დავდივარ და ვკრიბავ ასეთ ილეთებს. ჩემი მასწავლებლები იყვნენ: გიგი წიკლაური, მიხა არაბული, რეზო გულბანი, რამოდენიმე ათეული ადამიანი. ხრიდოლზე ინფორმაცია მალხაზ გველუკაშვილის ბაბუისგან, გიორგი გველუკაშვილისგან მაქვს. ბატონ გიორგის მუშტით დათვი ჰყავდა მოკლული. მარჯვენა ხელის მაჯაზე ატარებდა გველის ტყავს, ძალიან მისტიკური პიროვნება იყო. ქართლოს ლიპარტელიანმა დათვი ხელით დააღრჩო, ხოლო რეზო გულბანმა სტუმრობისას ძმაკაცი გამაცნო, რომელმაც ორჯერ დააგდო დათვი ბეჭებზე. როგორ ეჭიდავე დათვს-მეთქი - გავოცდი. მაგას რა უნდოდა, ილეთები არ იცოდაო. იქვე მაჩვენა ის ფანდები. მეტი წილი ილეთები მათგან ვისწავლე.

სიახლეს ხრიდოლის შესახებ დაცინვით შეხვდნენ

- პირველად 1989 წელს გავაკეთე მოხსენება, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში. ჩამოყალიბდა ქართული და აღმოსავლური ორთაბრძოლის ასოციაცია. დამფუძნებულია სხდომას 145 დელეგატი ესწრებოდა. ყველა კარატისტი, კუმფუისტი და ა. შ. იყო. როცა ვთქვი, ასეთი რამ არსებობს საქართველოში-მეთქი, სიცილი დამაყარეს. ერთადერთი პიროვნება, ვინც სერიოზულად დაინტერესდა ამით, ბატონი დავით თევზაძე იყო. დღესაც არ დაუკარგავს ინტერესი და სერიოზული კონტაქტები გვაქვს. სხდომაზე რომ დამცინეს, სამი პიროვნება ჰაერში დავრჩით გამოკიდებული. გული მეტკინა, სულ ეგ არის თქვენი ქართველობა-მეთქი? წამოვედი და მარტომ გავაგრძელე მუშაობა ამ საქმეზე. მივხვდი, თუ დოკუმენტი არ მექნებოდა, ზეპირად ვერავის ვერაფერს გავაგებინებდი. ამ დროიდან მოყოლებული ყოველ სიტყვას, ყოველ ნაბიჯს ვაფიქსირებ ვიდეოკამერით, ფოტოაპარატით, ჩანაწერებით.



კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი