მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2010-11-24
როგორ ვუმკურნალოთ ხველას?

როგორც ,,საერთო გაზეთის~ მკითხველისთვის ცნობილია, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ევროკავშირის ექსპერტი, ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტი თინათინ თოფურია. ქალბატონი თინა, ამჯერად, ხველების მკურნალობის გზებზე გვესაუბრება:

-ზამთრის მოახლოებასთან ერთად ხველების სეზონი იწყება. თუ ერთხელ გაცივდი, 3 კვირის მანძილზე ხველებას ვეღარ მოიშორებ. განსაკუთრებით პრობლემატურია ხველება ბავშვებში. პროცესი სწრაფად გადადის ბრონქებში და ვითარდება ბრონქიტი. როგორც წესი, მის მოშუშებას 2-3 კვირა სჭირდება. თუ მეტხანს გაგრძელდა, შეიძლება ქრონიკულში გადაიზარდოს. ხშირად დედები ბანალური ხველის დროს მაშინვე ანტიბიოტიკებს მიმართავენ, რაც არასწორია. თუ ბავშვს მშრალი ხველება აქვს, ხველების საწინააღმდეგო საშუალებები და ვიტამინები უნდა მისცეთ. თუ ნახველი გაჩნდა (რაც ხველების დროს ხშირია) მშობელმა ბავშვს ამოსახველებელი საშუალება უნდა მისცეს. ასეთი ბუნებრივი საშუალებები მრავლად არსებობს, რომელიც შეგიძლიათ სახლში დაამზადოთ ან აფთიაქში შეიძინოთ. ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მას შემდეგ, რაც გაკეთდება ანტიბიოტიკოგრამა და დადგინდება, თუ რომელი წამალი იმოქმედებს უფრო ეფექტურად. აქვე მინდა გაგაფრთხილოთ _ თუ ანტიბიოტიკების მიცემას იწყებთ, კურსი ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. მისი 2-3 მიღების შემდეგ შეწყვეტა სასურველი არაა, რადგან მიკრობი კი არ კვდება, არამედ დროებით სუსტდება და რეზისტენტული ხდება. ეცადეთ, დაავადება ამ სტადიამდე არ მიიყვანოთ. ცნობილია, რომ ბავშვის ორგანიზმი მალე ავადდება და, ასევე, მალე იდგენს ჯანმრთელობას. თუ დროზე მიეშველებით, ის თვითონვე განიკურნება. ასეთ დროს ბავშვს მიეცით რაც შეიძლება ბევრი თბილი სასმელი _ კომპოტები, გაუკეთეთ ინჰალაცია, დაუზილეთ გვერდები თხის ქონით, კაკაოს ცხიმით, ან სულაც თბილი ზეთით, გულზე კომბოსტოს ,,ჰალსტუხი~ დაადეთ.

კომბოსტოს კომპრესი - `ჰალსტუხი~
კომბოსტოს ფურცელს დაასხით მდუღარე, გააჩერეთ 5 წუთი, გაამშრალეთ, ამოჭერით ისე, რომ ჰალსტუხის ფორმა მიიღოს (ე.ი. უნდა დაფაროს მკერდის ძვალი), წაუსვით შემთბარი თაფლი. შემდეგ დაიდეთ მკერდზე და ზემოდან კალკის ქაღალდი ან ტილო დააფარეთ. ზემოდან ჩაიცვით ვიწრო მაისური ისე, რომ სხეულზე კომბოსტო დაფიქსირდეს, დაიტოვეთ დილამდე.
ინჰალაციები უნდა ჩატარდეს ინჰალატორით ან თერმოსით. თერმოსში ჩაასხით ცხელი საინჰალაციო ხსნარი, ზემოდან განიერი პირით პლასტმასის ძაბრი დაადეთ, ვიწრო პირი კი ბავშვს ჩაუდეთ პირში და ასუნთქეთ. აუცილებლად გეჭიროთ ხელი თერმოსზე, რათა ბავშვმა შემთხვევით არ გადმოაპირქვავოს. ეს პროცედურა ჩატარდეს დღეში 3-6-ჯერ, დაავადების სირთულის მიხედვით. ინჰალაციისთვის შეიძლება სხვადასხვა ნახარშების გამოყენება: კარტოფილის კანების ნახარში, რომელსაც 10 წვეთი იოდი უნდა დაუმატოთ. ასევე, ნაძვის წიწვების ან გირჩების ნახარში, კალენდულას, გვირილას, ცაცხვის, პიტნის, ევკალიპტის, ბარამბოს ნახარშები.
5 გრამ ვირისტერფას დაასხით 200 გრ მდუღარე. ადუღეთ 5 წუთი, ჩაასხით თერმოსში. გააჩერეთ 20-30 წუთი. მზად არის ინჰალაციისთვის. შეგიძლიათ, აგრეთვე, ამის დალევა დღეში 4-5-ჯერ ? ყავის ჭიქა.
ძირტკბილას ფესვს (5 გრ) დაასხით 200 გრ მდუღარე. გააჩერეთ 30 წუთი, მერე ადუღეთ 10 წუთი. შეფუთეთ 30 წთ. უნდა მიიღოთ დღეში 4-5-ჯერ თითო დესერტის კოვზი.
ბრონქების გაძლიერება და მკურნალობა ჰომეოპათიური წამლებით საკმაოდ სწრაფად ხდება, მაგრამ ამას ექიმი-ჰომეოპათიის გარეშე ვერ შეძლებთ. რაც შეეხება ხველას, ჰომეოპათიაში რამდენიმე ათეული პრეპარატი გამოიყენება. ყველა შემთხვევაში ხდება მათი ინდივიდუალური შერჩევა და დანიშვნა იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპისაა ხველა, რა დროს მწვავდება, როგორია ნახველი, რა ასაკთან გვაქვს საქმე და ა.შ. ამიტომ მოგცემთ რჩევებს, რომლებიც მხოლოდ ფიტოთერაპეტიულ საშუალებებს შეეხება და ზოგადად ყველასთვის მისაღებია.

ლიმონით მკურნალობა
5 ცალი ლიმონი კანიანად გავატაროთ ხორცის მანქანაში, გამოვაცილათ კურკები და შევურიოთ 4 თავი საშუალო ზომის ნიორი. დავასხათ 1 ლიტრი გაგრილებული ანადუღარი წყალი და 100 გრამი ჭაჭა (სასურველია სანთლის არაყი). დავახუროთ თავი და დავდგათ გრილ ადგილას, სიბნელეში. გავაჩეროთ 5 დღე. დროდადრო შევანჯღრიოთ. შემდეგ გადავწუროთ. მიღება _ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თუ ბავშვისთვის ამზადებთ, არყის რაოდენობა 10 გრ-მდე შეამცირეთ, მიღებისას დაუმატეთ წყალი, პროპორციით 1/1-ზე.
მწეველების ბრონქიტისთვის: 3 ცალ გატარებულ ლიმონს დაუმატეთ 1 გატარებული პირშუშხა. დაასხით 100 გრამი სპირტი და გააჩერეთ ბნელ, გრილ ადგილას 2 დღე. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ თითო ჩაის კოვზი გახსნილი 1 ყავის ჭიქა წყალში. ბოლო მიღება უნდა იყოს არაუგვიანეს 7 საათზე, რადგან ეს ძლიერი ენერგოსტიმულატორია და შეიძლება საღამოს არასასურველი აღგზნება და უძილობა გამოიწვიოს.
ღამის ძილისთვის კარგია დაძინებამდე 1 საათით ადრე მიიღოთ: 1 ლიმონის წვენი შერეული 1 სუფრის კოვზ თაფლთან ან 50-100 გრამი ოთახის ტემპერატურის მაწონი. ეს დაგეხმარებათ ჩაძინებაში და ძილიც მშვიდი გექნებათ.
2 ლიმონი, 2 ფორთოხალი, 1 გრეიფრუტი, 2 კბილი ნიორი, 1 კილო ფეიხოა გაატარეთ მანქანაში. დაასხით 100 გრ ხილის ჭაჭა ან არაყი, დადგით გრილ, ბნელ ადგილას 2 დღით. დროდადრო ურიეთ. მიიღეთ უზმოზე 1 სუფრის კოვზი ეს ხილფათა 100 გრამ ცხელ წყალში გახსნილი, როგორც ჩაი.
ძლიერი ხველის დროს: შავი თალგამის წვენს შეურიეთ რძე და წყალი თანაბარი პროპორციით, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ყოველ 1 საათში.
ამოსახველებელი: ძირტკბილას ძირი, ვირისტერფას ფოთოლი, მრავალძარღვას ბალახი თანაბარი რაოდენობით კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ამოვიღოთ 2 სუფრის კოვზი, დავასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე, შევფუთოთ, დავაყენოთ 2 საათი. გადავწუროთ. მივიღოთ 50-100 გრამი დღეში 3-ჯერ.

რეცეპტები პატარებისთვის:
ლეღვის ჩირს (5-6 ცალი) დაასხით 2 ჭიქა მდუღარე. გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ წამოადუღეთ. მიიღება დღეში 5-6-ჯერ.
მოიმარაგეთ ზამთრისთვის კომშის მურაბა და აჭამეთ ბავშვებს შაქრის ნაცვლად _ დაუმატეთ ჩაი, გამოიყენეთ ტკბილი ბრინჯის ფლავში, შეურიეთ გახეხილ ვაშლს. კომში ამაგრებს ბრონქებს. შეიცავს ჩ ვიტამინს. არეგულირებს კუჭის მოქმედებას, გამოჰყავს ორგანიზმიდან ლორწო. არ დაგავიწყდეთ კომშის გულების შენახვა _ მისი ნახარშის კომპოტი გემრიელი და უებარი წამალია ხველების დროს. მას, გარდა ამოსახველებელი თვისებისა, ბრონქების მოშუშებაც შეუძლია. ასევე, იგი სასარგებლოა ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის, ისევე, როგორც ნიახურის ნახარში და ასკილის ნაყენი.
ბავშვებს გვერდები დაუზილეთ თაფლით, რომელშიც შერეულია 1ჩაის კოვზი სელის თესლი (დაფქვილი), 2 ჩაის კოვზი მჭადის ფქვილი და 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი.
საკვებიდან სასარგებლოა, გახეხილი კარტოფილის სალათი შეკმაზული ზეთით და მწვანილებით. ასევე, უმი ჭარხლის სალათა და წვენი, კარტოფილის პიურე შეთხელებული, რაც შეიძლება მეტი რძით. ძილის წინ შეგიძლიათ მიირთვათ გრეიფრუტი. რაც შეიძლება დიდი დრო გაატარეთ ჰაერზე. მოერიდეთ მძიმე საკვებს და, რა თქმა უნდა, არ მოსწიოთ სიგარეტი!
გაფრთხილებთ! _ თუ იყენებთ ხველების საწინააღმდეგო წამალს, რომლის მექანიზმიც მიმართულია ხველების შესუსტებისკენ, მასთან ერთად არავითარ შემთხვევაში არ იხმაროთ ამოსახველებელი საშუალებები, რომლებიც სეკრეტს ათხელებენ. ამ დროს ხდება მისი მოშორება ბრონქების ლორწოვანიდან და უნდა მოხდეს მისი ევაკუაცია. ორგანიზმი ცდილობს მის მოშორებას ხველების გზით. თუ თქვენ ხველებას დათრგუნავთ, გამოჯანმრთელების ნაცვლად უკუშედეგს მიიღებთ. ეს რომ არ მოხდეს, წამლის ყიდვისას ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. ასევე, ყურადღება მიაქციეთ, რა ასკისთვის არის დაშვებული ამ პრეპარატის გამოყენება. ხშირად, შეიძლება გირჩიონ წამალი, რომლის გამოყენებაც 12 წლის ასაკამდე არ არის რეკომენდირებული. თუ წამალს არ მოჰყვება ინსტრუქცია თქვენთვის გასაგებ ენაზე, შედით ინტერნეტში _ იქ აუცილებლად იქნება ეს ინფორმაცია. თუ გაქვთ შენიშვნები, სურვილები ან შეკითხვები, შეგვატყობინეთ და ისინი გათვალისწინებული იქნება შემდეგ ნომრებში. ინფორმაცია დატოვეთ ტელეფონზე: 29 43 65.


ავტორი:  თამარ შველიძე


კალენდარი
ივნისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი