ვსწავლობთ მკურნალობას ხარხარით
ეს თქვენ ქირქირი და როხროხი არ გეგონოთ, სიცილისთვის სერიოზულად უნდა ემზადებოდე. ის ხომ ორგანიზმში გამოიმუშავებს ბუნებრივ გამაუტკივნებელ ნივთიერებებს, აგრეთვე კარგი განწყობილების ჰორმონებს - ენდორფინებს. თავისი ქიმიური შემადგენლობით ისინი მორფენისა და ჰეროინის ანალოგიურები არიან და ადამიანზე ახდენენ დამამშვიდებელ ზემოქმედებას. ბევრი ღებულობს სპირტიან სასმელებსა და ნარკოტიკებს, რათა თავი იგრძნონ, როგორც ბედნიერმა ხალხმა ნორმალურ ცხოვრებაში.
ჯანსაღი სიცილის მხოლოდ ერთი წუთი უზრუნველყოფს ორგანიზმის მოდუნებას მომავალი 45 წუთით. ხოლო როდესაც ვიცინით 20 წამის განმავლობაში, ეს უტოლდება სწრაფი ნიჩბოსნობის 3 წუთს ან გამაჯანსაღებელი სირბილის 15 წუთს. მაგრამ, სამწუხაროდ, სტატისტიკის მიხედვით, ზრდასრული ადამიანები დღეში სულ 15-ჯერ იცინიან, მაშინ, როდესაც სკოლამდელი ასაკის პატარები ხარხარებენ დღეში ლამის 400-ჯერ.
სიცილი მართლაც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. გამოკვლევები გვიჩვენებენ, რომ მხიარული ადამიანები გაცილებით იშვიათად ავადდებიან. უფრო ხშირად ხდებიან ავად ისინი, ვინც მუდმივად წუწუნებს და მოწყენილია. სხვათა შორის, თქვენ მოღუშული ხართ ამ წუთში. მოიშორეთ თავიდან ეს ჩვევა, უბრალოდ მიიდეთ ხელი შუბლზე, როდესაც ამაში თქვენს თავს "გამოიჭერთ". თუ სახის მჭმუნვარე გამოსახულება დამახასიათებელია თქვენთვის, ეცადეთ უფრო ხშირად გაიღიმოთ, მაშინ განწყობილებაც გაგიუმჯობესდებათ.
ხშირად ვხედავთ ხალხს "მჭმუნვარე სახით", მათ არ შეუძლიათ არა თუ მხიარულება, არამედ მთლიანად სიცილი, ღიმილი. შეიძლება ამის მკურნალობა. დიახ, შეიძლება, მათთვის არსებობს სიცილის თერაპია.
გასართობი იოგა
იოგაში არის ერთი ასეთი მიმართულება - ხასია - იოგა, რომლის ვარჯიშებიც იოგას მეთოდიკას ემყარება. სიცილის იოგა პრაქტიკულად განახორციელა ინდოელმა ექიმმა მადან კატარიამ, რომელმაც მეცადინეობების ძირითად იდეად დაისახა - ასწავლოს ადამიანს არაბუნებრივი სიცილიდან გადავიდეს ბუნებრივზე. ხასია - იოგა თავის თავში აერთიანებს სიცილის მასტიმულირებელ ტექნიკას, სიცილის იმიტაციის სხვადასხვა სახეობებს, აგრეთვე, როგორც ნებისმიერი სხვა იოგა, სუნთქვას. სიცილის იმიტაციის რამდენიმე წუთის შემდეგ ადამიანი უკვე იცინის კმაყოფილებითა და გულითადად.
მადან კუტარიას წყალობით, ინდოეთის დიდ ქალაქებში გაჩნდა სპეციალური "სიცილის კლუბები" (ამჟამად მათი რიცხვი 10 ათასზე მეტია), სადაც ხალხი მიდის "სტრესისა და ინფარქტის თავიდან მოსაშორებლად".
ზოგიერთ ადამიანს იოგას არ ურჩევენ, კერძოდ კი თიაქრიან, თვალის სნეულებით დაავადებულ პაციენტებს, ვინაიდან იგი საზიანოა გულის სერიოზული დაავადებებისთვის, ფსიქიკური გადახრებისა და იმათთვის, ვისაც ცოტა ხნის წინათ ოპერაცია გაუკეთეს. ხანგრძლივ სიცილს თავი უნდა აარიდონ ფეხმძიმეებმაც.
მკურნალი კლოუნი
ამერიკის, შვედეთის, საფრანგეთისა და ავსტრიის კლინიკებში გახსნილია სიცილის თერაპიის კაბინეტები. იქ მიაქვთ ვიდეოკასეტები სიცილის მკაცრად დოზირებული პორციებით. ასეთ კლინიკებში ქრონიკულ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით წარმატებით მიდის.
ზოგიერთ საბავშვო კლინიკაში ექიმები და მედიცინის დები, როდესაც ბავშვებთან აქვთ ურთიერთობა, იცვამენ კლოუნების კოსტიუმებს. გერმანიაში ექიმ-კლოუნების მთელი ასოციაციაც კი არსებობს. მძიმედ დაავადებული ბავშვების მკურნალობას ისინი თამაშად აქცევენ. ავსტრიისა და ჰოლანდიის დიდ საავადმყოფოებში მკურნალი კლოუნების თანამდებობა საშტატო ნუსხაშიც კია შეტანილი.
ამერიკელმა ჰარი ედვარდსმა ჩეხეთში შექმნა სამოქალაქო გაერთიანება სახელწოდებით "მკურნალი კლოუნი", სადაც მოხალისეები რეგულარულად აწყობენ კლოუნადებს. ამ მოძრაობას შეუერთდნენ უნგრეთი და პოლონეთი. ისრაელის ერთ-ერთ ჰოსპიტალში სამედიცინო დების, ექიმებისა და ფიზიოთერაპევტებისთვის არის ექვსთვიანი კურსები. ბევრი მათგანი, ვინც იქ ისწავლა, ქვეყნის საუკეთესო სამედიცინო ცენტრში მუშაობს.
სიცილის სკოლა
მილანში 1909 წელს დაარსდა ორიგინალური სკოლა. ის შექმნა ცნობილმა იტალიელმა ტენორმა ფლამინგომ. მას უნდოდა ესწავლებინა ხალხისთვის სიცილის უნარი. კურსი 10 სეანსისგან შედგებოდა. კლიენტები მოსვენებას არ აძლევდნენ ფლამინგოს.
მსოფლიოში ასევე ერთ-ერთი პირველი სკოლა ზედმეტად სერიოზული ხალხისთვის გაიხსნა ბერლინში. ამ დაწესებულებაში პროფესიული პედაგოგები გერმანელებს ასწავლიან სიცილის ხელოვნებას. მათი მთავარი ამოცანაა - ასწავლონ სტუდენტებს სიცილი ნდობის მანერით, ვინაიდან სიცილის სწორედ ეს სახეობა ითვლება ყველაზე კეთილგანწყობილად და გულუბრყვილოდ.
მიუნხენში არის მთელი სკოლა, სადაც ხალხს სიცილის დახმარებით ასწავლიან იგრძნონ თავი უკეთ თავის თავთანაც და სხვებთან ურთიერთობაშიც. ამ სკოლის დამაარსებელი კრისტოფ ემელმანი ამტკიცებს: "სიცილი - ეს არის საუკეთესო საშუალება ჰარმონიაში მოიყვანო სხეული, სული და გონება, ამავე დროს საუკეთესო ვარჯიში სუნთქვისათვის". მათთვის, ვისაც არ აქვს საშუალება პირადად დაესწრონ გაკვეთილებს მიუნხენში, ემელმანმა დაწერა სახელმძღვანელო სავარჯიშოებით. სახელმძღვანელოს თან ახლავს გადამდები სიცილის სამოცწუთიანი დისკი.
რით არის სასარგებლო ღიმილი და ნამდვილი გულწრფელი სიცილი.
.უმჯობესდება ჯანმრთელობა, პოზიტიურ გავლენას ახდენს სხეულის ყველა ორგანოზე.
.ჩქარდება სუნთქვა, მუშავდება დიაფრაგმა, კისერი, მუცელი, სახე და მხრები.
.იზრდება ჟანგბადის შემადგენლობა სისხლში.
.ნელდება გულისცემა და ფართოვდება არტერიები.
.უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ფართოვდება სისხლძარღვები, რომლებიც კანს ეხებიან (ამიტომ არის, რომ სიცილის დროს ადამიანს უწითლდება სახე).
.უმჯობესდება მადა და იწვება კალორიები.
.ღიმილი და სიცილი ეხმარება ადამიანს მეგობრების შეძენაში.
.ვითარდება ინტელექტი.
.უფრო ადვილად ვართმევთ თავს სტრესს.
.ძლიერდება იმუნიტეტი.
.საბოლოო ჯამში კი გვიხანგრძლივდება სიცოცხლე.
















































































მთავარი
კონტაქტი
2010